საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა – სულ 136

დღეს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის სულ 136 დაინფიცირებულია გარდაცვლილი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. გამოჯანმრთელდა 233 ადამიანი.

საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსის 17 477 შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის 8 060 პაციენტი გამოჯანმრთელდა.