საქართველოში კორონავირუსის რეკორდული – 1759 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge ავრცელებს.

დღეს გარდაიცვალა კიდევ 5 პაციენტი და საერთო რაოდენობა 186–მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 350 პაციენტი, სულ განკურნებულია 9751 პირი.

სულ საქართველოში კორონავირუსის 24562 შემთხვევაა დადასტურებული.