საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 პაციენტი გარდაიცვალა, სულ გარდაცვლილია 183 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 350 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსის 24 562 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 9 751 ადამიანი გამოჯანმრთელდა.