კვირა, 5 მაისი , 2024, 02:18

საქართველოში კორონავირუსით მესამე ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მესამე ადამიანი გარდაიცვალა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, გარდაიცვალა 86 წლის ქალი, რომლსი მდგომარეობა მათ კლინიკაში ყველაზე მძიმე იყო.

” 2 კვირაზე მეტს ხანს მკურნალობდა ჩვენთან. მას ჰქონდა მძიმე თანმხლები ნევროლოგიური დაავადება. მძიმე პნევმონია. პრაქტიკულად არ იყო დარჩენილი ჯანმრთელი ფილტვის ქსოვილი. ჰქონდა მძიმე სეფსისი და სხვა მძიმე გართულებები. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, ვფიქრობ უფრო მეტიც, ვიდრე ადამიანს შეუძლია გააკეთოს”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.