საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სულ – 45

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 6 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ჯამში 45 პაციენტი.

ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულია 195 ადამიანი, მათგან გარდაცვლილია 3 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია რჩება 4708 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370 მოქალაქეა.