საქართველოში კორონავირუსის 1673 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 22 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 673 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 22 პაციენტი და გამოჯანმრთელდა 2 881. ამის შესახებ მთავრობის ადამინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ნათია მეზვრიშვილმა ისაუბრა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 38 936 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 22 691 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 307 კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში 15 938 აქტიური შემთხვევაა.