საქართველოში კორონავირუსის 3 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 045 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 39 პაციენტი გარდაიცვალა. მონაცემები stopcov.ge–ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 111 818
  • გამოჯანმრთელებულია – 92215
  • გარდაცვლილია – 1051
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 2102
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3739
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –  6192