საქართველოში კორონავირუსის 4 570 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 570 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 045 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 43 პაციენტი გარდაიცვალა. მონაცემები stopcov.ge–ზე განახლდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 178 953
  • გამოჯანმრთელებულია – 148 332
  • გარდაცვლილია – 1 657
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 1 019
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3 524
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 918
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია –  41 პაციენტი.