საქართველოში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 4 599 ადამიანი, 39 კი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 208 638
  • გამოჯანმრთელებულია – 180 441
  • გარდაცვლილია – 2 094
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 481
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1 913
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 654