საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 345 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 345 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 560 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 51 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია stopcov.ge–ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 214 871
  • გამოჯანმრთელებულია – 191 968
  • გარდაცვლილია – 2 233
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 455
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 14457, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8359, PCR ტესტით – 6098
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1 600
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 358