საქართველოში კორონავირუსის 1 972 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 972 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 737 პირი, ხოლო გარდაიცვალა 43 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 216 843
  • გამოჯანმრთელებულია – 194 705
  • გარდაცვლილია – 2 276
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 405
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 13 699, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით –  7 146, PCR ტესტით – 6 553;
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1 600
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 358