საქართველოში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2766 პაციენტი, ხოლო 41 გარდაიცვალა. მონაცემები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.

538 ახალი შემთხვევა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 4 769 ტესტიდან გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით ქვეყანაში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 222 143
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 206 313 
  • მათ შორის გარდაცვლილი – 2418