საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 422 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი

საქართველოში, ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 422 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 8 პაციენტი. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 277 218-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.82 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.52 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.49%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 158 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 269 784-მდე.