საქართველოში კორონავირუსის 616 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 5 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 616-ით გაიზარდა.საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 268 ადამიანი, 5 კი გარდაიცვალა.ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 947 კვლევა, აქედან 20 364 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 11 583 PCR-ით.stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 1,93%-ია, ბოლო 14 დღის – 1,93%, ბოლო 7 დღის – 1,93%.