საქართველოში კორონავირუსის 707 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 8 ადამიანი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 707 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 592 ადამიანი, ხოლო 8 პაციენტი გარდაიცვალა.

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 288 396
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 277 303 
  • მათ შორის გარდაცვლილი – 3877 
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 24 823, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16878, PCR ტესტით – 7945
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,85%, ბოლო 14 დღის – 2,26%, ბოლო 7 დღის – 2,5%
  • კარანტინის რეჟიმში – 198
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2298
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 309