საქართველოში კორონავირუსის 988 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 988 ახალი შემთხვევა დადასტურდა.ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 752 კვლევა ტესტით, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით  5 904, PCR-ით  7 848.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7,18%, ბოლო 14 დღის განმავლობაში — 4,99%, ხოლო 7 დღის — 5,47%.