საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში, 24 ადამიანი კორონავირუსით  გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 305 პირი ემსხვერპლა”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 9 534 ტესტი ჩატარდა.