საქართველოში კორონავირუსის 4233 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 38 ადამიანი

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 233 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 432 903-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.36 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.65 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.35 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 934 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 390 827-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 948 პირი ემსხვერპლა.