საქართველოში კორონავირუსით 42 ადამიანი გარდაიცვალა, 5359 დაინფიცირდა

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5359 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, გამოჯანმრთელდა 2726 ადამიანი.