საქართველოში კორონავირუსის 2533 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 57 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 2 533 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 57 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7,37%.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 383 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 987 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 396 PCR ტესტით.