საქართველოში კორონავირუსის 1 698 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 38 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 1 698 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 38 ადამიანი. ინფორმაციას NCDC აქვეყნებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 12 778 აცრა ჩატარდა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიურია 6.61 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.85% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.46%.

ბოლო 24 საათში 25 692 ტესტი ჩატარდა.