საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 95 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 95 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 4 782 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 503 პირი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 402 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 95 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა.

გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.