საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 19:09 საათზე, დმანისთან დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ზედაპირიდან 9 კილომეტრის სიღრმეში შეინიშნებოდა და მისი სიმძლავრე 3.0 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.