საქართველოში მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გაუქმდა მწვანე პასპორტის ვალდებულება.

“მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, გაუქმდეს მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება, თუმცა აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ მოქმედი რჩება და ის პირები, რომელთაც მწვანე პასპორტი საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროებათ, კვლავინდებურად შეძლებენ სარგებლობას”,– აცხადებს საკოორდინაციო საბჭო.

მათივე განმარტებით, მწვანე პასპორტის გაუქმების მიზეზი ის არის, რომ გაიზარდა კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა, “ეს სისტემა კი ქმედითი ნაკლებად არის”.