საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 20.2%

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 20.2%.

11 სექტემბრის მონაცემებით, სულ 1 467 065 აცრაა ჩატარებული. 1 დოზით ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 31.2% (889 903 ადამიანი), ხოლო სრულად ვაქცინირებულია 20.2% (577 162 ადამიანი).

10 სექტემბერს 25 132 ადამიანი აიცრა.