საქართველოში სრულად COVID-ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 23.1%

საქართველოში ამ დროისათვის სრულად COVID-ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 23.1%-ი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 16 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 589 024 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 928 192 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 32.5%-ი.

სრულად ვაქცინირებულია 660 832 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 23.1%-ი.

14 სექტემბერს აიცრა 25 150 ადამიანი.