საქართველოში 2-3 შემთხვევა იყო, როდესაც პაციენტი მხოლოდ კოვიდინფექციით გარდაიცვალა – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილი ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი 43 წლის იყო.

„დამიჯერეთ, ვიცნობ მსოფლიოს სტატისტიკას. რეკორდული მაჩვენებელი სიტყვა „ცხრისთვის“ არ არის რელევანტური, იმიტომ რომ ერთეული მატებაა, იყო რვა და გახდა ცხრა. გასაგებია, რომ ეს ისეთი დაავადებაა, სიკვდილიანობას თავიდან ვერ აიცილებ. სომხეთს, ჩვენზე ორჯერ პატარა ქვეყანას ჰყავს 1100 გარდაცვლილი, ჩვენ სომხეთზე მოსახლეობით 2-ჯერ დიდ ქვეყანას 102 გარდაცვლილი. დინამიკა ერთი პაციენტით იზრდება, ერთით მეტი და ერთით ნაკლები სტატისტიკურად სარწმუნო არ არის. გამოჩნდა შედარებით ახალგაზრდა ასაკიც, ყველაზე ახალგაზრდა 43 წლის გარდაცვლილი გვყავს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.