საქართველოში COVID-19-ით დღეს მესამე, 39-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 39-მდე გაიზარდა. ის დღეს მესამე გარდაცვლილია.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.