საქართველოში COVID-19-ით კიდევ 41 პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 41 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 538 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2766 პაციენტი. მონაცემები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.

538 ახალი შემთხვევა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 4 769 ტესტით გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით ქვეყანაში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 222 143
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 206 313 
  • მათ შორის გარდაცვლილი – 2418