საქართველოში Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, 122 180 ადამიანია აცრილი

ამ დროისათვის ქვეყანაში სრულად COVID-ვაქცინირებულია 122 180 ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 14 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 317 537 აცრა.

სრულად ვაქცინირებულია 122 180 ადამიანი.

14 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 663 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 769, ხოლო გარდაიცვალა — 13 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 559 კვლევა ტესტით, მათ შორის, 18 254 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 305 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4,68%, ბოლო 7 დღის მანძილზე — 4,46%, ხოლო 14 დღის მანძილზე — 4,1%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 381 336-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 361 327-მდე, ხოლო ვირუსს ჯამში 5 492 პირი ემსხვერპლა.