“ეს არის ისტორიული შანსი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ევროკავშირში სტატუსის მისაღებად, წევრობის სტატუსის მისაღებად დღეს მეორე ნაწილს კითხვარისას გადასცემენ ევროკავშირის წარმომადგენლობას. ყველა უწყება იყო დიდი პასუხისმგებლობით ჩართული ამ ნაწილში და მგონია, რომ ივნისის ბოლოს საქართველო მიიღებს ამ ისტორიულ შანსს, ევროკავშირის წევრობის სტატუსს.

ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენ გეგმაზომიერად ჩვენი ხელისუფლება, დაწყებული თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, გაგრძელებული უვიზო მიმოსვლა და ეს იქნება დაგვირგვინება სტატუსის მინიჭება ჩვენი ქვეყნისთვის. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს რომ ის რეფორმები, რაც გვქონდა ეკონომიკაში, რაც გვქონდა სამართლებრივ, მათ შორის კონსტიტუციაში ყველაფერი დაგვირგვინდა სწორედ ამ აი ასეთი ლამაზი დასასრულით. საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი და ეს იქნება თითოეული ქართველის, თითოეული ჩვენი მოქალაქის დამსახურება. წინასწარ გილოცავთ”

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ.