საქართველო დღეს ნატო-ს ღირსეული, სტრატეგიული პარტნიორია, სანდო მოკავშირე- ღარიბაშვილი

საქართველო დღეს ნატო-ს ღირსეული, სტრატეგიული პარტნიორია, სანდო მოკავშირე და ყველაზე თავსებადი ასპირანტი სახელმწიფოა რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

„ნატო-სთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა წარმოადგენს ჩვენი სამინისტროს განვითარების მთავარ ქვაკუთხედს. ჩვენი ჯარისკაცების დაუღალავი ძალისხმევით ჩვენმა ქვეყანამ, როგორც საიმედო და პარტნიორმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურაში. საქართველო დღეს ნატოს ღირსეული, სტრატეგიული პარტნიორია, სანდო მოკავშირე და ყველაზე თავსებადი ასპირანტი სახელმწიფოა რეგიონში. ჩვენი ჯარისკაცების დიდი დამსახურებაა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეაქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განმტკიცებაში. ჩვენ ვაგრძელებთ ალიანსის წინაშე აღებულ ვალდებულებების და რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებას შემდეგი პრინციპით – „უფრო მეტი ნატო საქართველოში და უფრო მეტი საქართველო ნატოში!“ ამ სულისკვეთებით ვაგრძელებთ რეფორმებს და მოდერნიზაციას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.