საქართველო თავისუფლებისმოყვარე ერია და იმსახურებს მმართველობას, რომელიც ამას იზიარებს – იან კელი

“საქართველო თავისუფლებისმოყვარე ერია და იმსახურებს მმართველობას, რომელიც ამას იზიარებს”- ასე ეხმაურება, საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს, რომ საქართველო რუსეთს სანქციებს არ დაუწესებს.

”ირაკლი ღარიბაშვილი შეიძლება ნანობდეს, რომ საქართველოს დაუცველობა ხელს უშლის სანქციებთან შეერთებაში, თუმცა პატივს სცემდეს უკრაინის წინააღმდეგობას. ამის ნაცვლად, ის ვარაუდობს, რომ უკრაინამ საკუთარ თავს ეს თავად გაუკეთა რუსეთის არდაშოშმინებით. საქართველო ღირსეული, თავისუფლებისმოყვარე ერია და იმსახურებს მმართველობას, რომელიც ამ თვისებებს იზიარებს.” –  წერს იან კელი.