”ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბროვარიში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო.
ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინელ ხალხსა და პრეზიდენტ ზელენსკის.
საქართველო თქვენთან ერთად გლოვობს”

განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში დღეს დილით ჩამოვარდნილ ვერტმფრენთან დაკავშირებით.

ავიაკატასტროფას ბოლო მონაცემებით, 18 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები და სამი უკრაინელი მაღალჩინოსანი