“საქართველო ოსეთს თავს არასდროს დასხმია. იქ იყო ამერიკის წაქეზებული შეშლილი და მის გვერდით მყოფები, რომლებმაც ცეცხლი გახსნეს”

 

ამის შესახებ, ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ, რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ სოლოვიოვისთვის მიცემულ ინტერვიუში  განაცხადა. ლუკაშენკო აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, შეერთებული შტატების წახალისებით დაიწყო.