საქართველო უკრაინასთან ერთად, NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრას დაესწრება

15-16 ივნისს საქართველო უკრაინასთან ერთად ბრიუსელში NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას დაესწრება. შეხვედრა მედიისთვის დახურული იქნება.

NATO-ს  წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან ერთად შეხვედრაზე მიწვეულნი არიან ფინეთისა და შვედეთის თავდაცვის მინისტრებიც.

15 ივნისს NATO-ს შტაბ-ბინა ცალკე შეხვედრა გაიმართება უკრაინის წარმომადგენლებთან. შეხვედრებს NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს.