საქართველო ცენტრალური აზიის დესპოტიზმების გზას მიუყვება – ილვესი

ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტი თომას ჰანდრიკ ილვესი ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს და ასევე, გირჩი – მეტი თავისუფლების წევრის, ბორის ყურუას და მასთან ერთად 40-ზე მეტი ადამიანის დაკავებას.

ილვესის შეფასებით, საქართველო ცენტრალური აზიის “დესპოტიზმების” გზით მიდის.

“საქართველო მსგავსი ინციდენტებით და პრეზიდენტ სააკაშვილის შეურაცხყოფის შემზარავი ფილმით, ცენტრალური აზიის დესპოტიზმების გავლილ გზას მიუყვება. მათ არც დასავლური და ევროპული ნორმები აღელვებთ და როგორც ჩანს, აღარ ქართული.

ეს საქართველოს არჩევანია, რა თქმა უნდა”,– წერს ილვესი ტვეიტერზე.