საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე ინიციატივით გამოდის, რომ დღეს, 9 აპრილს, 22 საათზე მოქალაქეებმა ფანჯრები გააღონ და ერთმანეთს საქართველოს ჰიმნი მოასმენინონ, ასევე , გამოფინონ დროშა.
,,მეგობრებო და ძვირფასო მედიის წარმომადგენლებო! არსებობს იდეა და ვფიქრობ, აუცილებლად განსახორციელებელი. დრო ცოტაა, მაგრამ სრულიად საკმარისი: დღეს, საღამოს 22.00 წუთზე, სახლებში მყოფებმა, შევაღოთ ჩვენი ფანჯრები და ერთმანეთს საქართველოს ჰიმნი მოვასმენინოთ, ხოლო ვისაც გააჩნია – დროშები გადმოვფინოთ. ეს დღე გმირების ტრაგიკულად დაღუპვის და დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა. იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის და ამ ამბის თქვენს კედლებზე მოფენის. გვახსოვდეს 9 აპრილი”,- წერს გიორგი კეკელიძე.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მსგავსი აქცია მოქალაქეებმაც დაგეგმეს. ,,სიმბოლურად 9 აპრილს საღამოს 10 საათზე, როდესაც კომენდანტის საათის პირობებიდან გამომდინარე ყველანი სახლებში ვართ, გამოვიდეთ აივნებზე, გადმოვდგეთ ფანჯრებიდან და ვიმღეროთ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი”,- წერია ღონისძიების აღწერაში.
დღეს 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა.