საცივის რეცეპტი არასდროს მომიწოდებია, ყველამ თავის საქმეს მიხედოს – იმნაძე რესტორატორებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე რესტორატორებზე ამბობს, რომ მას “საცივის რეცეპტი” არასოდეს მოუწოდებია, ამიტომ ყველამ თავისი საქმე აკეთოს.

“საცივის რეცეპტი მე არასოდეს მომიწოდებია, ასე გააკეთეთ-მეთქი. აქედან გამომდინარე, ყველამ თავისი საქმე, ამ ქვეყანაში ხომ ის არის მთავარი, ყველამ თავისი საქმე რომ აკეთოს, ძალიან კარგი იქნება. ჩვენ რა გვინდა ხომ? რომ გავხსნით ქვეყანას, ორ კვირაში არა, მაგრამ 1 თვეში, თვე–ნახევარში დასაკეტი არ გახდეს ისევ ყველაფერი. მაგიტომ კეთდება”, — განაცხადა იმნაძემ ტვ პირველის ეთერში.

ცნობისთვის, რესტორატორები რესტორნების გახსნას და მუშაობის განახლებას ითხოვენ. ისინი შაბათს დაუმორჩილებლობას და რესტორნების თვითნებურად გახსნას გეგმავენ.