“საცოდაობას, სახელად ირაკლი ღარიბაშვილს, შევახსენებ, რომ ტელეკომპანია იმედის ან ნებისმიერ სხვა საქმეში ჩემი დადანაშაულება ოცნების პროკურატურას და სასამართლოსაც არ მოსვლია აზრად და არათუ განაჩენი ან ბრალი არ წაუყენებიათ ჩემთვის, დაკითხვითაც არ დავუკითხივარ, არც ამ და არც ხელისუფლებაში ყოფნისას ნებისმიერ ჩემს ქმედებაზე. შესაბამისად, ნებისმიერი ამგვარი პროპაგანდისტული ტყუილი არის პოლიტიკური დევნის მორიგი ეპიზოდი და აუცილებლად წარვადგენ სტრასბურგში.
რ2-ის საქმეს რაც შეეხება, და ზოგადად კორუფციას, ასევე შევახსენებ ღრმად კორუმპირებულ პრემიერს, რომ ქართული ოცნებისთვისაც კი უპრეცენდენტო მიზეზითაა ივანიშვილის მიერ გათავისუფლებული ნეპოტიზმითა და კრონიზმით გამოვლენილი პოლიტიკური კორუფციის გამო.
და ბოლოს, ჩემი აღფრთოვანება დღევანდელი გამოსვლებისთვის Salome Samadashvili Khatia Dekanoidze Eka Kherkheulidze ბოსტნის საფრთხობელა პრემიერის ფონზე კიდევ უფრო შთამბეჭდავად გამოიყურებოდით.”

ასე პასუხობს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია საპარლამენტო ტრიბუნიდან, პრემიერ ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას, სადაც მან ნიკა გვარამიას “ბოროტმოქმედი” უწოდა.