საწვავი, ჭურვები, ტყვიამფრქვევები – ბელგიის, სლოვაკეთის, ნიდერლანდების დახმარება უკრაინას

ნიდერლანდები, ბელგია და სლოვაკეთი უკრაინას, სამხედრო მასალით, იარაღითა და საწვავით ეხმარებიან. ბელგიის პრემიერმინისტრის ალექსანდრ დე კროს ინფორმაციით, უკრაინას 2 000 ტყვიამფრქვევს  და 3 800 ტონა საწვავს მიაწოდებს.  ნატოს სწრაფი რეაგირებს ძალების ფარგლებში კი რუმინეთში 300 ბელგიელ ჯარისკაცს გაგზავნის.

სლოვაკეთის, თავდაცვის მინისტრის იაროსლავ ნადის თქმით უკრაინას 11 მილიონი ევროს ღირებულების საბრძოლო მასალას, 120-მილიმეტრიანი კალიბრის 12 000 ჭურვს, 10 მილიონ ლიტრ დიზელის და 2.4 მილიონ ლიტრ თვითმფრინავის საწვავს მიაწვდის.

მას შემდეგ რაც, გერმანიამ  გადაწყვიტა რომ უკრაინის დასახმარებლად არ შეუზღუდოს ქვეყნებს იარაღის მიწოდება, ნიდერლანდებმა უკრაინის დასახმარებლად, 400 ერთეული სარაკეტო ყუმბარმტყორცნი (RPG) გამოყო.