საჭიროა მეტი ჩართულობა საქართველოში – მაიკლ მაკფოლი ბაიდენს

ატლანტიკური საბჭოს მკვლევარმა, ეთო ბუზიაშვილმა ტვიტერზე დაწერა, რომ საქართველოში კრიზისი ღრმავდება, რადგან შეთანხმება მმართველ პარტიისა და ოპოზიციის ლიდერებს შორის ევროკავშირის შუამავლობით ვერ შედგა.

მისი თქმით, ამაზე მხოლოდ კრემლში იღიმიან. აღნიშნული ტვიტი გააზიარა რუსეთში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა მაიკლ მაკფოლმა და აშშ-ს პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანს და ბაიდენის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა.

“არ არის კარგი [კრიზისის გაღრმავება], საჭიროა მეტი ჩართულობა საქართველოში”,- განაცხადა მაკფოლმა.