სახალხო დამცველი აქციეს ნაცმოძრაობის რიგით აქტივისტად – კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სახალხო დამცველი ნაციონალურმა მოძრაობამ თავის აქტივისტად აქცია, რის გამოც, მისი მტკიცებით, ოპოზიციისთვის არცერთი ინსტიტუტის დათმობა არ შეიძლება.

“რეკომენდაცია მივიღეთ, რომ მიზანშეწონილი იყო, სახალხო დამცველის აპარატი დაგვეთმო ოპოზიციისთვის და ნაცვლად იმისა, რომ სათანადოდ გამოეყენებინათ ეს ინსტიტუტი მიუკერძოებელი განცხადებები ეკეთებინა, სახალხო დამცველი აქციეს რიგით ნაცმოძრაობის აქტივისტად, ეს ძალიან ცუდია – აჩვენებს იმას, რომ არცერთი ინსტიტუტის დათმობა არ შეიძლება ნაცნომძრაობისთვის”. – ამბობს ირაკლი კობახიძე.

იუსტიციის სამინისტრო და ხელისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე უარს ამბობს. იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროების მტკიცებით, გლდანის ციხის საავადმყოფო სრულად შეესაბამება კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, N18 ციხის საავადმყოფო არ შეესაბამება კონსოლიუმის გაცემულ რეკომენდაციების, შესაბამისად, სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ ალტერნატიულ დაწესებულებაში. ომბუდსმენის ცნობით, ამ დაწესებულებაში ასევე არსებობს სააკაშვილის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები.