„სახალხო დამცველი ჩემი მინისტრობის პირობებში ყოველთვის გამოირჩეოდა N18 დაწესებულების კრიტიკით და როდესაც ჩავყვებოდით მის კითხვის ნიშნებს, თუ რა არ აკმაყოფილებდა მას მოცმულ დაწესებულებაში, შემდეგ თვითონვე იბნეოდა საკუთარ განცხადებებში. არ გამოვრიცხავ, ამასთან გვქონდეს საქმე. ის მუდამ დაბნეულად გამოიყურება, რაც დაინიშნა და დიდად ციხის სისტემასა და პატიმრების უფლებების საკითხს ვერ გაუგო, მაგრამ ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა“

ამბობს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი იმედის ეთერში ნინო ლომჯარიაზე. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, N18 ციხის საავადმყოფო არ შეესაბამება კონსოლიუმის გაცემულ რეკომენდაციების, შესაბამისად, სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ ალტერნატიულ დაწესებულებაში. ომბუდსმენის ცნობით, ამ დაწესებულებაში ასევე არსებობს სააკაშვილის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები.