ივანიშვილზე მოხდა ზეწოლა, ივანიშვილმა მოახდინა სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა – ალეკო ელისაშვილი

სახეზე ეწერა სალომე ზურაბიშვილს რომ არ უნდოდა იმის თქმა, რისი თქმაც აიძულეს” – ეს განცხადება “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში გააკეთა. მისი თქმით ბიძინა ივანიშვილმა აიძულა სალომე ზურაბიშვილი რომ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეეწყალებინა.

”ივანიშვილზე მოხდა ზეწოლა, ივანიშვილმა მოახდინა სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა და სახეზე ეწერა სალომე ზურაბიშვილს. ისედაც ძლივს ლაპარაკობს ქართულად და გუშინ საერთოდ ვერ უყრიდა თავს წინადადებებს და აშკარად ეტყობოდა, რომ არ უნდოდა იმის თქმა, რისი თქმაც აიძულეს”- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.