რობერტ სტურუას რა დამსახურება აქვს? არ ვიცი, მთავარი არხი ან TV პირველი თუ დასვამს ამ შეკითხვას. 1500 კვ. მეტრი დიდი ტერიტორია არაა. ნინო ბურჯანაძეს რა დამსახურება ჰქონდა, მთელი ნახევარი წყნეთი რომ ერთ ლარად მისცეს? მაგრამ, მნიშვნელობა არ აქვს, არც პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის, რასაკვირველია. რობერტ სტურუა არის მსოფლიო დონის თეატრალი და შეიძლება, სახელმწიფომ მას მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში საქართველოსთვის გაწეული სამსახურისთვის 1 500 კვ.მეტრი გადასცეს შემდგომი განკარგვისათვის.

განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.