სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ვაჟა-ფშაველას მეტროსადგურები გაჩერებულია

ვაჟა-ფშაველასა და სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტროსადგურები დილიდან არ მუშაობს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, შეფერხება ტექნიკური ხარვეზის გამო მოხდა და პრობლემის აღმოსაფხვრელად ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ.