“ვფიქრობ, მას [პუტინს] არ შეუძლია სახის შენარჩუნება. და, გულწრფელად რომ ვთქვათ, არ ვფიქრობ იმაზე, თუ რა მოუვა ამ ადამიანს მომავალში. მეჩვენება, რომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა მოუვა რუსეთს მომავალში.

მე, როგორც უკრაინის პრეზიდენტი, პირველ რიგში იმაზე ვფიქრობ, ჩვენ რა გვექნება.

მაგრამ ისენი ჩვენი მეზობლები არიან და ყოველ შემთხვევაში ჩვენს შემდეგ სხვა პრეზიდენტები მოვლენ, თაობები შეიცვლება. არავინ არსად მიდის, ეს ჩვენი მიწებია და ჩვენ შორის საზღვრებია.

ამ ომმა საზღვარი არა მხოლოდ ტერიტორიული, არამედ ისტორიული გახადა…

შეინარჩუნოს სახე? მგონი, მას სჭირდება თავისი სახელმწიფოს შენარჩუნება… ქვეყნის შესანარჩუნებლად, უნდა შეინარჩუნონ ის, რაც აშენდა 100-200 წლის წინ“

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.