საჯაროდ ვაცხადებთ, რომ რუსეთმა ირანისგან დრონები მიიღო – თეთრი სახლი

საჯაროდ ვაცხადებთ, რომ რუსეთმა ირანისგან დრონები მიიღო –  ამის შესახებ, თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა. მისი თქმით, აშშ გააგრძელებს სანქციების დაწესებას როგორც რუსეთის, ასევე, ირანული იარაღით ვაჭრობის სფეროებზე.

“საჯაროდ ვაცხადებთ, რომ რუსეთმა ირანისგან დრონები მიიღო და რომ რუსი ოპერატორები ირანში ამ სისტემის გამოყენებას სწავლობენ. არსებობს მათი გამოყენების მტკიცებულებები როგორც სამხედრო, ასევე, სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ. ამავდროულად, ირანი განიხილავს კიდევ უფრო მეტი იარაღის გაყიდვას იმ შეჭრის მხარდასაჭერად, რომელსაც როგორც თავად ამბობენ, ეწინააღმდეგებიან. ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების დაწესებას როგორც რუსეთის, ასევე, ირანული იარაღით ვაჭრობის სფეროებზე”, – თქვა მან.