სევეროდონეცკის 2/3 რუსებს უკავიათ, თუმცა, ქალაქი ალყაში არაა – სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი

სევეროდონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ სტრიუკის თქმით, სევეროდონეცის 2/3 რუსებს უკავიათ, თუმცა, ქალაქი ალყაში არაა, ოკუპანტები გარეუბნებში არიან განლაგებულნი და ქალაქის აღებას სამი მხრიდან ცდილობენ.

“გუშინ ბრძოლა ქალაქის შესასვლელში გაიმართა. ჩვენმა სამხედროებმა შეძლეს ორკების ჯგუფის მოგერიება, რომლებიც ქალაქში შეჭრას ცდილობდნენ. სევეროდონეცკი სასტიკ დაცვაშია. მტერი ქალაქის ორ მესამედზეა განლაგებული, თუმცა, ქალაქი ალყაში არ არის. ისინი გარეუბნებში არიან და ქალაქის აღებას სამი მხრიდან ცდილობენ.

ბომბავენ აზოტის ქარხანას. დაღუპულია არაერთი რიგითი მოქალაქე და ქარხნის თანამშრომელი. სახლების 90% დაზიანებულია. 60%-ს ხელახლა აშენება დასჭირდება”. – ამბობს სევეროდონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე.